Pages

Saturday, November 16, 2013

ტრენინგის მეცხრე დღე

საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ტრენინგის მეცხრე დღე. დღეს გადავხედე პროექტის ყველა საქაღალდეს, თუ რამე აკლდა დავასრულეთ.შემდეგ ავტვირთეთ ჩვენი პროექტი ბლოგზე.შემდეგ კი თითოეულმა მონაწილემ გააკეთა თავისი პროექტის პრეზრნტაცია და ბოლოს რეფლექსია ბლოგზე.

პროექტის მერვე დღე

ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ტრენინგის მერვე დღე.
დღეს დავამზადე ფასილიტაციის ნიმუშები. სხვადასხვა სახის შეფასებები, მაგალითად დავამზადე ვიცი ,მინდა ვიცოდე ცხრილი. გონრბრივი იერიშის რუბრიკა და სხვა.

Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მეშვიდე დღე

საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ტრენინგის მეშვიდე დღე. ვისწავლეთ მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინებითდამხმარე მასალის მომზადება. დაბალი აკადემიური მიღწევების მოსწავლეებისთვის დავამზადე ცხრილი. მოსწავლეს ევალება მხოლოდ კვლევის შედეგების დათვლა და გამზადებული ცხრილის შევსება. მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს დავავალებ პროექტის დასრულების ბოლოს პრეზენტაციის მოწყობას. პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის პრობლემის გამოყოფას, პროექტის მსვლელობას, ექიმთან ვიზიტის ფოტო მასალას,კვლევის შედეგების მიხედვით შესრულებულ ცხრილებსა და დიაგრამებს. და ბოლოს გააკეთოს დასკვნა პროექტში მონაწილე მოსწავლეების სახელით თუ როგორ დაეხმარება აღნიშნული პროექტი პრობლემის მოგვარებას.

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მეექვსე დღე

ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ტრენინგის მეექვსე დღე.
1.  დღეს დავამზადე მოსწავლის ბუკლეტი, რომლის საშუალებითაც ჩაატარებენ მოსწავლები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას და შემდეგ მასზე დაყრდნობით შეავსებენ ცხრილებს და ააგებენ დიაგრამებს.
2. ასევა დავამზადე მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის შეფასების ცხრილი.
3. დავამზადეთ ფოტო ალბომი და გადავიტანეთ ბლოგზე.

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს. მოვხდინეთ მოსწავლეების ნამუშევრების განხილვა. შევადგინეთ მოსწავლის ბლოგი, ბლოგის მისამართია http://maka-kviwo.blogspot.com/. განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები, ვისწავლეთ გაჯეტების შექმნა.

Saturday, November 2, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

1. შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
შეფასების მოკლე შინაარსი
შეკითხვების დასმას გამოვიყენებ პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, რაც მოსწავლეებს აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებაში და თემატიკის ანალიზში ეხმარება. ვიცი-მინდა, ვიცოდე-ვისწავლე ცხრილის შევსება. სამუშაო ჟურნალებში ჩანაწერების ხარისხი და მოსწავლეების მონაწილეობა დიაგრამების და ცხრილების შემუშავებაში.  ჯგუფური კონფერენციები, რომელიც ემსახურება სამუშაოს შეფასებას და პროგრესის  მონიტორინგს.   მუშაობის პროცესში მოსწავლეების შესაფასებლად გამოვიყემებ საინფორმაციო   ბიულეტენის კრიტერიუმების ჩამონათვალს. სლაიდშოუს კრიტერიუმების ჩამონათვალს.  გამოიყენებ პროექტის რუბრიკას  პროექტის  შესაფასებლად. და ბოლოს კვლავ შევავსებთ რა ვიცოდი, რა ვისწავლე ცხრილს.
2. გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია PoverPoint-ში.

Saturday, October 26, 2013

პროექტის მესამე დღე

პროექტის მესამე დღეს დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
დავწერეთ პროექტის მიზანი:
მათ. VI.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
მათ. VI.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და  ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
მათ. VI.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენა ცხრილებისა და დიაგრამების საშუალებით.
ბუნ.V.9.მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა
დავსვი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები:
1.რატომ ვიკვლევთ ?
2. რისი სწავლა შეგვიძლია ამ კვლევით?
3. რა რისკებს შეიცავს ნიკოტინი ?