Sunday, November 10, 2013
ტრენინგის მეშვიდე დღე
საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ტრენინგის მეშვიდე დღე. ვისწავლეთ მოსწავლეთა საჭიროების გათვალისწინებითდამხმარე მასალის მომზადება. დაბალი აკადემიური მიღწევების მოსწავლეებისთვის დავამზადე ცხრილი. მოსწავლეს ევალება მხოლოდ კვლევის შედეგების დათვლა და გამზადებული ცხრილის შევსება. მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს დავავალებ
პროექტის დასრულების ბოლოს პრეზენტაციის მოწყობას. პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის
პრობლემის გამოყოფას, პროექტის მსვლელობას, ექიმთან ვიზიტის ფოტო მასალას,კვლევის
შედეგების მიხედვით შესრულებულ ცხრილებსა და დიაგრამებს. და ბოლოს გააკეთოს
დასკვნა პროექტში მონაწილე მოსწავლეების სახელით თუ როგორ დაეხმარება აღნიშნული
პროექტი პრობლემის მოგვარებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment